პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელებს. როგორც ქართული ოცნების ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტეს, კანონში ამოქმედების ვადად - შემდეგი წლის პირველი მარტი ჩაიწერება. უმრავლესობის სხდომაზე, ასევე განიხილეს "ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი, რომელიც ასევე მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილება.