გერმანიაში, ნატო-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო წვრთნები დაიწყო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებით, Air Defender-ის წვრთნებში მონაწილეობას იღებს 25 ქვეყანა, დაახლოებით 10 000 პერსონალით და 250 თვითმფრინავი, მათ შორის დაახლოებით 100 თვითმფრინავი შეერთებული შტატებიდან.
ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ Air Defender-ი მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ ნატო მზად არის, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.