საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.
„საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.