რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, ოლეგ ოსიპოვი უკრაინის დედაქალაქ კიევთან დაკავშირებით მედვედევის მოსაზრებას აჟღერებს. მისი თქმით, დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ კიევი რუსეთის პირდაპირი მიზანია, ის რუსული ქალაქია და ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს. ოსიპოვმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჰკითხეს. ფოტოზე კიევის მაიდანზე აფრიალებული რუსული დროშა და წარწერა: „დამოუკიდებლობის მოედანი. მალე - რუსეთის მოედანი“ იყო ასახული.