პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია. მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს.