,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მმართველი გუნდის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. ,,ქართული ოცნები" პრეს-სპიკერი მამუკა მდინარაძის განცხადებით სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის, დეოლიგარქიზაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი იყო. მდინარაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება ბიუჯეტის 10% დოკუმენტური ფილმების მომზადებაზე დახარჯოს.