საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, საბინე მახლი მიიჩნევს, რომ საჭიროა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირება, რათა ის ბევრად უფრო ადაპტირებადი და ასევე, აქტუალური გახდეს მიმდინარე კონტექსტთან მიმართებაში. პალიტრანიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მახლი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს, როგორც გლობალური ორგანიზაციის არსებობა. მუდმივი კოორდინატორის შეფასებით, გაეროს წესდება რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაირღვა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, გაერო გამოსავლის პოვნას ცდილობს.