პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას ემოციური მდგომარეობა იმის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ კომიტეტის სხდომა რეგლამენტის მიხედვით წარმართოს. აღნიშნული საკითხი აქუბარდიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომიდან გააგდო და მომხდარზე რეაგირება და შემდგომი პრევენცია მოითხოვა.ამასთან, აქუბარდიას ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეხვედრებისას, მას როგორც კომიტეტის წევრს, მოწვევა არ მიუვიდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულება იყო.