ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას განუცხადა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია წარადგენს ოქტომბერში გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.