"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოში 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ, მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მიიღებენ. გარდა ამისა, მათ სხვა მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ - საუბარია სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნაზე.