წელს, პირველ 4 თვეში, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 5 092 ბიზნესი დაარეგისტრირეს, მათ შორის, ყველაზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით.
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იანვარ--აპრილში, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს 248 შპს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა - 4 835 ადამიანი, 9 კი, არასამეწარმეო იურიდიულ პირად.
ამავე საანგარიშო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული 132 ბიზნეს-სუბიექტის ლიკვიდაცია მოხდა. კერძოდ, სტატუსი გაუუქმდა 130 ინდივიდუალურ მეწარმეს და 2 შპს-ს.