თავდაცვის მინისტრი საჩხერეში მომზადების სკოლაში საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, სადაც სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო აღჭურვილობის გამოყენებით ავსტრალიური და თავისუფალი დაშვების, ასევე ხეობის გადალახვის ელემენტები წარმოადგინა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს