უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, „რამშტაინის“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა 15 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. მისივე თქმით, შეხვედრაზე, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის წევრები, უკრაინელი მფრინავების მომზადებას, ტექნიკის შეკეთებისა და აღჭურვისთვის ჰაბების გახსნის საკითხებს განიხილავენ.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უკრაინისთვის აღჭურვილობის შეკეთებისთვის ჰაბების გახსნის საკითხი მნიშვნელოვანია.
რეზნიკოვმა აღნიშნა ისიც, რომ „რამშტაინის“ მე-13 შეხვედრაზე საუბარი საბრძოლო მასალისა და არტილერიის შესახებაც იქნება.