"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში" - ამ საკითხის გარშემო საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომის" და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნულმა ქსელის" ორგანიზებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ადგილობრივი, ცენტრალური და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად. პროექტი განხორციელდა პროგრამის „“ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.
. საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისა გზით.