ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნილი 15 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში "პალიტრანიუსს" განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო. მათი თქმით, გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გვიან ღამით, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გადავარდა და მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გოგონა მსუბუქ ავტომობილს დაეცა, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.