საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
21-წლამდელებმა 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს გაფართოებულ სიაში მყოფი სამი ფეხბურთელი დააკლდა. გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), გიორგი ლომთაძე (გაგრა) და ლუკა ხორხელი (სამგურალი) მიმდინარე საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გუნდს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.
რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატამდე, კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.