უეფას ტექნიკურმა დამკვირვებელთა ჯგუფმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი როდრი დაასახელა, რომელმაც ფინალში ერთადერთი გამარჯვების გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, დასახელდა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელშიც 7 ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის წარმომადგენელია. სეზონის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება - კარში ტიბო კურტუა მოხვდა. დაცვაში არიან კაილ უოკერი, რუბენ დიაში, ალესანდრო ბასტონი და ფედერიკო დიმარკო. ნახევარდაცვა სრულიად სიტის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა და მასში ჯონ სტოუნსი, როდრი, კევინ დე ბრუინი მოხვდნენ. შეტევაში კი ბერნარდო სილვას, ერლინგ ჰაალნდის და ვინისიუსი სამეული განწესდა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ ფინალში მილანის ინტერი 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ისტორიაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.