ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ მორიგი აღიარება პოვა. ფილმმა კასაბლანკას საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მოიგო.ფილმმა საუკეთესო რეჟისორისა ( ლევან კოღუაშვილი) და საუკეთესო მამაკაცი (ლევან თედიაშვილი) მსახიობის კატეგორიებში გაიმარჯვა.„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორის მესამე მხატვრული ფილმია, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფრანგულმა კინო სადისტრიბუციო კომპანია ARP selection -მა გამოუშვა.