კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მოქმედი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩაატარა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელმაც თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამბის გადმოცემის, რეპორტინგის, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის, ასევე, საგანგებო სიტუაციების და სხვა ტიპის სიახლეების გაშუქების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია უკვე მეხუთე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებს ატარებს.