მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
ყაზბეგის ორგანიზაციას დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს; თიანეთის ორგანიზაციას - ლევან წიკლაური; დუშეთის ორგანიზაციას - კახაბერ ჩიტაური, ხოლო მცხეთის ორგანიზაციას - დიმიტრი ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.