„ქართული ოცნება“ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის შეცვლაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლის დამყარება სურს. ისინი ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ ძალასთან რეალურად არ არის დაპირისპირებული.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტი „ოცნების“ დაწესებულ ე.წ „წითელ ხაზებს“ ვერ კვეთს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას აბრკოლებს.