რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის გემზე, რომელიც „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის" გაზსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული გემის „პრიაზოვიეს“ ეკიპაჟმა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურა.
ამავე ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დრონის გემთან მიახლოება და ცეცხლი. ასევე, ნაჩვენებია ერთ-ერთი დრონის აფეთქების მომენტი.
უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.