უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მომავალში რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად მსოფლიომ დღეს ხისტი ნაბიჯები უნდა გადადგას. პოდოლიაკმა საკუთარ განცახდებაში გაერო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი ინსტიტუტების არსებობა ხშირად რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მისივე თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ეს აქცენტები მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული.