მმართველი გუნდი მიმდინარე კვირას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას ვეტოს დაძლევით ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლის დამყარება სურს. მათივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი რეალურად არ არის დაპირისპირებული მმართველ ძალასთან, რადგან ის იმ ე.წ წითელ ხაზებს ვერ კვეთს, რაც მას ოცნების გუნდმა დაუწესა. ქართული ოცნების განცხადებით კი საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას, ამიტომ ვეტო დაძლეული იქნება