ჰოლანდიაში მოქმედმა ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა. სპექტაკლი ლიეტუვადან მოწვეულმა ქართველმა რეჟისორმა, ბადრი წერედიანმა დადგა. ღონისძიებას ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დაესწრნენ. საპრემიერო ჩვენებას საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებიც ეწვივნენ.