ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - გაფიცულები ისევ ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითხოვენ. გაფიცულები ქალაქის მერიასთან რჩებიან და აცხადებენ, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუშაობის განახლებას არ აპირებენ. მათივე თქმით, მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი“ დათმობაზე არ წამოვიდა.