პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ახალი განათებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დაათვალიერა. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს. აღსანიშნავია, რომ დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა კანიონების დათვალიერებას უფასოდ შეძლებენ.