იმედია, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კვირას მას სატელეფონო საუბარი ექნება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, რომელშიც პოლონელი პრეზიდენტის გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას განიხილავენ.
“ხვალ პოლონეთის პრეზიდენტთან მექნება საუბარი, ვფიქრობ, იგი მეტყვის რაზეა ეს შეხვედრა.
იმედი ვიქონიოთ, რომ კოლეგები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დააჩქარონ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება. თუ არა, ვნახოთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.