რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა. ჯერ არა“, - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი.
ცნობისთვის, აქამდე შოლცმა აღნიშნა, რომ უახლოეს დროში პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა.