დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს

2023-06-10 20:35:36+04:00

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არა. ჯერ არა“, - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი.

ცნობისთვის, აქამდე შოლცმა აღნიშნა, რომ უახლოეს დროში პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა.