თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები ქარხანაში დასაქმებული პირები არიან. თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება ხანძრმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.