თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა - Palitra News

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა

2023-06-10 20:03:26+04:00

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები ქარხანაში დასაქმებული პირები არიან. თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება ხანძრმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.