უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე დაწინაურდნენ. მისი თქმით, გასული 24 საათის განამვლობაში რუსებთან 6 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრიანელებმა 140-მდე ოკპუპანტი გაანადგურეს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული მხარე ცეცხლს ინტენსიურად ხსნის, რაც შესაძლოა კოტრშეტევის დაწყების ნიშანი იყოს.