გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრა მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება ოლაფ შოლცის მოწოდებას რეფორმების განხორციელების შესახებ - კითხვას მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში განსხვავებულად პასუხობენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია, რასაც ოლაფ შოლცის მოწოდებაც ადასტურებს. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლოს სრულად შესრულებული იქნება.