შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.