საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ, გიორგი მიქაუტაძე კი ეროვნულ გუნდს 11 ივნისს შეუერთდება და ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით იქნება.
მანამდე, რამდენიმე მოთამაშემ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანა გურამ კაშიამ გააკეთა
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის A ჯგუფის მატჩების ეგიდით, 17 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსს ეთამაშება, ხოლო 20-ში ედინბურგში - შოტლანდიას.