ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დეპუტატის თანამდებობას ტოვებს. ჯონსონის თქმით, ის „დაბნეული და შეძრწუნებულია“ მას შემდეგ, რაც მიიღო წერილი კომიტეტისგან, რომელიც იძიებს, მოატყუა თუ არა მან ბრიტანელი კანონმდებლები, რომლებიც „ფართი გეითის“ სკანდალს იკვლევდნენ. საუბარია ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის დროს წესების შესაძლო დარღვევაზე, სადაც გავრცელებული ცნობით ყოფილმა პრემიერმა საკუთარ დაბადების დღეზე რეგულაციით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი სტუმარი შეკრიბა. მისივე თქმით, წერილმა ნათლად აჩვენა, რომ კომიტეტს გადაწყვეტილი აქვს სამართალწარმოება პარლამენტიდან მის გასაძევებლად გამოიყენონ. ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გასული წლის სექტემბერში დატოვა.