საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. ეს პირველი შემთხვევაა, ქვეყნის ისტორიაში, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას. ტრამპის ადვოკატის ჯიმ ტრასტის თქმით, მას ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება, ასევე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისთვის, დოკუმენტაციის განადგურებისთვის ან გაყალბებისთვის, შეთქმულებისთვისა და ყალბი განცხადებებისთვის. სპეციალური პროკურორი ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტაციის მიმართ არასათანადო მოპყრობას იძიებს, რომლებიც ფლორიდაში მის სახლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი 2021 წელს დატოვა.