აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. თავდაპირველად ბლინკენის ვიზიტი თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ საკუთარ ტერიტორიაზე ჩინური სათვალთვალო აეროსტატის აღმოჩენის შემდეგ ამერიკულმა მხარემ ვიზიტი გადადო. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ბლინკენი ჩინეთში 18 ივნისს ჩავა და პეკინში ჩინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ცინ განს და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს. ვიზიტის შესახებ სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ წელს “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.