უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უკრაინული მხარე ცეცხლს ინტენსიურად ხსნის, რაც შესაძლოა კოტრშეტევის დაწყების ნიშანი იყოს. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 8 „კამიკაძე“ დრონი და რამდენიმე რაკეტა გაანადგურეს. რუსული ძალების თავდასმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 26 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვი და ორსული ქალია.