15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გვირაბში 15 ივნისიდან - 17 ივნისის ჩათვლით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.