პარტია “ლელომ“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრების: ლაშა და ლერი ბოჭორიშვილების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგეს. სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და მათი გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დევნის პირველი შემთხვევა არ არის, რადგან “ქართული ოცნება” ებრძვის ყველას, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებს.