პარტია “ლელომ“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრების: ლაშა და ლერი ბოჭორიშვილების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგეს - Palitra News

პარტია “ლელომ“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრების: ლაშა და ლერი ბოჭორიშვილების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგეს

2023-06-10 12:37:45+04:00

პარტია “ლელომ“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრების: ლაშა და ლერი ბოჭორიშვილების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგეს. სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და მათი გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დევნის პირველი შემთხვევა არ არის, რადგან “ქართული ოცნება” ებრძვის ყველას, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებს.