ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მკვლელობა სოფელ ალში აპრილში მოხდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული პირი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე აპრილში დააკავა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება