პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის. დეკანოიძემ გომელაურის უწყებას სადეპუტატო შეკითხვით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში.რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება პერსონალური მონაცემებია, რომლის გაცემის უფლება სამინისტროს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აქვს.