ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორის განცხადებას პასუხობს. ჯიმ ო ბრაიენმა 5 პრობლემური ქვეყანა, მათ შორის საქართველო დაასახელა რომელიც რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებას უწყობს ხელს. კაკაურიძის განმარტებით საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოყენებული არ იქნება. აშშ-ის სახწლმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრშიც.