ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთორმეტე სხდომაზე ევროპარლამენტარების კრიტიკულ გზავნილებს ოპოზიცია აფასებს. საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით თუკი აქამდე საქართველოს დასავლელი პარტნიორები კულისებს მიღმა აჟღერებდნენ კრიტიკულ გზავნილებს ახლა უკვე ოფიციალურად მოუწოდებენ მმართველ პარტიას რეალურად შეასრულონ 12 რეკომენდაცია და ნაკლებად გაავრცელონ რუსული ნარატივი.