საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში კანცლერ, ოლაფ შოლცს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს.