ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ასფალტი ჩავარდა, რამაც წყლის მილი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტობუსი დაზიანდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, წყლის ნაკადმა, ასევე, დააზიანა ინფრასტრუქტურა, წყალი შევიდა კომერციულ ფართებსა და საცხოვრებელ ბინებში.
გორგილაძის ქუჩა სამართალდამცავებს ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.