შვედეთი ნატო-ს ნებას დართავს, ჯარები მის ტერიტორიაზე განათავსოს იქამდე, სანამ ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადეს. მათი განმარტებით, მომზადება შესაძლოა, მოიცავდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებას.